„სიტიმ“ და „ლივერპულმა“ თავისი მატჩები ისევ მოიგეს, თანაც ერთნაირი ანგარიშით და 1-ქულიანი სხვაობა კვლავ შენარჩუნდა. მთავარი კი ერთ კვირაში გველოდება. ლიდერი „სიტი“ მთავარ მეტოქეს 10 აპრილს უმასპინძლებს და შესაძლოა სტატუს-ქვო შენარჩუნდეს კიდეც, მაგრამ წესით ბევრი რამ უნდა გაირკვეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ორივე გუნდის შანსია, უფრო მერსისაიდელების, რომლებთაც „ქალაქელების“ გადასწრება შეეძლებათ.
აი ვისი გადასწრება ან როგორ შეეძლებათ „მანჩესტერელებს“ ეს აბა ვინ უწყის. ოთხეულში მოხვედრის მსურველმა გრანდმა ისევ დაკარგა ქულები, შინ „ლესტერს“ ვერ აჯობა და კიდევ უფრო გაირთულა საქმე. მოიგო „ტოტენჰემმა“ და გადაასწრო, მოიგო „ვესტ ჰემმაც“ და ქულებით დაეწია, „არსენალი“ კი ისედაც ყველაზე უკეთეს სიტუაციაშია მეოთხე ადგილის მაძიებელთა შორის (“მეთოფეები” დღეს თამაშბენ). მოკლედ, „იუნაიტედს“ ოფლის ბოლომდე დაღვრა და კაი გვარიანი იღბალიც სჭირდება.
რანგნიკი: „მანჩესტერი“ ცდილობს ოთხეულში მოხვედრას, ჯერ ეს კიდევ შესაძლებელია, მაგრამ 2 ქულის დაკარგვით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“.
„მანჩესტერს“ რონალდოს გარეშე (სასტარტოში) 5 ფრე და 1 წაგება აქვს სექტემბრიდან მოყოლებული.
„მანჩესტერმა“ ბოლო 6 მატჩიდან 1 მოიგო.
ტუხელი: „ამას არავინ ელოდა. „ჩელსი“ პრემიერლიგის დონეზე არ იცავდა თავს“.
„ბრენტფორდმა“ პრემიერლიგაში პირველად გაიტანა 4 გოლი.
„ლივერპულმა“ ზედიზედ 10 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში, საერთო ანგარიშით 25:2.
ჟოტამ მე-4 გოლი გაიტანა თავით – ყველაზე მეტი ამ სეზონში.
კლოპი: „ჟოტა – ტოპია, ის მართლა წყვეტს“.
„ლივერპულს“ ბოლო 20 მატჩში 17 გამარჯვება აქვს, „სიტის“ – 21-ში. ეს გუნდები ერთმანეთს 10 აპრილს შეხვდებიან.
გიუნდოგანმა იოზილს გაასწრო და პრემიერლიგაში გერმანელებს შორის რეკორდსმენი გახდა – 34 გოლი.
პრემიერლიგა – XXX ტური
ლივერპული – უოტფორდი 2:0
ვულვერჰემპტონი – ასტონ ვილა 2:1
ლიდსი – საუთჰემპტონი 1:1
ჩელსი – ბრენტფორდი 1:4
ბარნლი – სიტი 0:2
ბრაიტონი – ნორვიჩი 0:0
მანჩესტერი – ლესტერი 1:1
ვესტ ჰემი – ევერტონი 2:1
ტოტენჰემი – ნიუკასლი 5:1
ორშაბათი, 4 აპრილი
კრისტალ პალასი – არსენალი
GIPHY App Key not set. Please check settings