ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახალ სეზონში შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს. ადრეც არაერთხელ დაწერილა არაერთ გუნდზე და მათ შორის „ბარსაც“ უხსენებიათ. ჯერ კიდევ როდის ამბობდა ჩავი, რომ კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი სჭირდებოდა, მაგრამ ახლა ესპანური და იტალიური პრესა სულ უფრო ინტენსიურად და უფრო დაბეჯითებით წერენ შესაძლო ტრანსფერზე. მეტიც, უკვე თანხაც კი დასახელდა.
ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსელონა“ მარცხენა ფლანგის გაძლიერებას აპირებს და სიაშია ხვიჩა კვარაცხელიაც. ჩვენიანის კონკურენტები არიან კაორუ მიტომუ („ბრაიტონი“) და გაბრიელ მარტინელი („არსენალი“).
ესპანური Nacionalfutbol.es-ის ცნობით, „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ მისაღებ თანხასაც ასახელებს – 74 მილიონი ევრო.
კატალონიურ კლუბს ამ თანხის გადახდა გაუჭირდება (უფრო სწორედ ვერ შეძლებს) და ამიტომ „ბარსას“ მარიფათის გამოჩენა მოუწევს მოლაპარაკებების დროს.
იტალიური Il Mattino-ც ამბობს, რომ „ბარსელონა“ „ნაპოლის“ ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით არის დაინტერესებული. ნეაპოლელთა ვარსკვლავს კლუბთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. ქართველი შეძენას „ჩელსი“ და პსჟ-ს ფიქრობენ, მაგრამ „ბარსელონას“ ინტერესი ახლა ყველაზე კონკრეტულია.
ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩამდე ეს თემა ესპანეთში კვლავ გააქტიურდა, წერს გამოცემა.
ამ თემას გამოეხმაურა „კორიერე დელო სპორტიც“ და ხატოვნად დაწერა ხვიჩას შესაძლო წასვლაზე:
„ეს გარდაუვალია. ახლა ვიცით, რომ ეს უკვე მხოლოდ ვარაუდი არ არის. სამყარო უსინათლო ადამიანებით უნდა ყოფილიყო დასახლებული, რათა ეს არ მომხდარიყო. ბურთის ყოველი ფლობისას ნიჭის განცდას ყველგან ტოვებდა, მათ შორის
„ბარსელონას“ ქომაგებს შორის, რასაც აღფრთოვანება მოჰყვებოდა.
უნდა გვცოდნოდა ამ დღის დადგომის შესახებ…“
GIPHY App Key not set. Please check settings