in

უმცროსი ბორჯღალოსნები ზაფხულში იტალიაში 6 ერის გუნდებთან და სამხრეთ აფრიკასთან ითამაშებენ

ძალიან მაგარი შანსი 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებისთვის. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში “უმცროსი ბორჯღალოსნები” ზაფხულის სერიებში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირში 6 ერის ქვეყნების 20-წლამდელთა ნაკრებებ, ასევე სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მესამე წელია ვერ ტარდება და ეს ტურნირი მსოფლიოს ალტერნატივა იქნება. მსოფლიო ჩემპიონატი კი, 2023 წლიდან დბრუნდება, რომელზეც საქართველო ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს.

ტურნირი იტალიაში 24 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება და შეხვედრები ტრევიზოში და ვერონაში გაიმართება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 10 ივლისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიულ მატჩს გამართავს. ჩვენს ქვეყანას იტალიის ნაკრები ეწვევა. მანამდე იტალიელები 2 ივლისს ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

მარადიული სიყვარული: რონალდომ პატარა გოგონასთან ფოტო გამოაქვეყნა