in

უკრაინაში ფეხბურთი ბრუნდება, ჯერ უმაყურებლოდ

უკრაინის სპორტის მინისტრმა ვადინ გუტცაიტმა აცნობა, რომ უკრაინის ჩემპიონატის ახალი სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება.

„უკრაინის ჩემპიონატი სტარტს აიღებს 23 აგვისტოს – სახელმწიფო დროშის დღეს.

შევთანხმდით უკრაინის საფეხბურთო ასოციაციასთან, თავდაცვის სამინისტროსთან, შსს-სთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ეროვნულ პოლიციასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურთან შეჯიბრების ორგანიზებისა და ჩატარებასთან დაკავშირებით.

ვათანხმებთ დეტალებს, შემიძლია ზუსტად გითხრათ: მატჩები ჩატარდება უკრაინის ტერიტორიაზე, მაყურებლის გარეშე, ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციების თანხმობითა და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით.

ფეხბურთის, ისევე როგორც სხვა ეროვნული ჩემპიონატების, აღდგენა უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანია“, – დაწერა გუტცაიტმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გასული სეზონი უკრაინაში ნაადრევად დასრულდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაც ხვიჩა წავიდა: ფასი დაეცა, ზურიკო დაწინაურდა, ბათუმი ჯერ ისევ პირველია

ვაისის ბოდიში მაკედონიასთან მარცხის გამო…