in

უკვე შეგვიძლია წარმატებას ყველგან მივაღწიოთ

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ მატჩში ჩეხეთი 4:1 დაამარცხა და გულშემატკივარი კიდევ ერთხელ ძალიან გაახარა. გიორგი ქოჩორაშვილმა ულამაზესი კომბინაციის შემდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად გუნდს ლიდერობდა და გამორჩეული იყო. აი რა თქვეს ბიჭებმა მატჩის შემდეგ.

და ჩვენ მოვიგეთ… საქართველომ ერთა ლიგა ლამაზი გამარჯვებით დაიწყო

რა დაუწერეს ქართველ ფეხბურთელებს: კვარას და ჩაკვეს ყველაზე მაღლები

გიორგი ქოჩორაშვილი:

„ძალიან გახარებულები ვართ. დავბრუნდით და თბილისში ვითამაშეთ. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა გულშემატკივარს. არ უნდა გავჩერდეთ. იმ შედეგის მისაღწევად, რაც გვინდა, ყოველდღიურად უნდა მოვუმატოთ.
როცა გასახდელში შევედით, ჩაკვეტაძეს ვუთხარი, მეორე ტაიმში თუ იქნებოდა მომენტი, აუცილებლად “თავზე აეწია”. როდესაც ჩავირბინე, დავინახე, გიორგი მიყურებდა და ერთადერთი შანსი მქონდა დარჩენილი, რომ მეკარისთვის თავზე გადამეგდო. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ნაკრებში პირველად გავიტანე“.

ხვიჩა კვარაცხელია:

„ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულან და ეს გვეხმარებოდა.
მნიშვნელოვანიო მოგება იყო. ასეთი ლამაზი ფეხბურთი დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან კმაყოფილები ვართ.
თუმცა იყო მომენტები, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ამას გავაანალიზებთ.
მოგებით ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.
ალბანეთშიც მოსაგებად გავალთ და იმედია დადებით შედეგს მივაღწევთ.
ჩვენ შეგვიძლია, რომ წარმატებას ყველა ტურნირზე მივაღწიოთ, ეს ამ მატჩმაც დაამტკიცა“.

ვულოცავ ბიჭებს, ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ: ვილი სანიოლი ბედნიერი მწვრთნელია

მიხარია, რომ ასე სერიოზულად მივუდექით საქმეს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თორნიკე შენგელიამ დრაჟენ პეტროვიჩის მემორიალურ მატჩში 13 ქულა მოაგროვა

აკაკი ჯინჭარაძემ პარალიმპურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა