მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო გაწყვეტილება, რომ რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების გამო, ამ ორ ქვეყანაში მოთამაშე ლეგიონერებსა და მწვრთნელებს, შესაძლებლობა ექნებათ სეზონის ბოლომდე ცალმხრივად გაწყვიტონ კლუბთან კონტრაქტი და მათ ამის სანაცვლოდ არანაირი ჯარიმა ან სანქცია არ დაეკისრებათ.
ეს გადაწყვეტილება ტრანსფერების საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია დროებითად, უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედების გათვალისწინებით.
ფიფას მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები.
უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების და მწვრთნელების ხელფასების მიღების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად და უკრაინული კლუბების დასაცავად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, უცხოელი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების კონტრაქტები კლუბებთან და უკრაინის ფეხბურთის ასოციცაციასთან სეზონის დასრულებამდე შეწყვეტილად ჩაითვლება.
ასევე, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის საფეხბურთო კავშირის წევრი კლუბები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას თავიანთ უცხოელ მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან, მათ საშუალება ექნებათ ცალმხრივად შეაჩერონ კონტრაქტი აღნიშნული სეზონის ბოლომდე (30 ივნისი).
აღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით კონტრაქტის შეჩერება ნიშნავს, რომ ფეხბურთელები 2022 წლის 30 ივნისამდე ჩაითვლებიან უკონტრაქტოდ.
ფეხბურთელები, რომლებიც უკრაინისა და რუსეთის საფეხბურთო კავშირებში და აპირებენ ამ ქვეყნების დატოვებას, მათ საშუალება ექნებათ სხვა კლუბში დარეგისტირდნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქ ტრანსფერების ფანჯარა დახურულია. კლუბებს ექნებათ ორი “კონტრაქტშეჩერებული” ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობა. ფეხბურთელების ახალ კლუბში რეგისტრაცია უნდა მოხდეს 2022 წლის 7 აპრილამდე.
თუ ფეხბურთელი 2022 წლის 30 ივნისის შემდეგაც ვერ მოახერხებს ახალ კლუბში დარეგისტრირებას, მას თავის ძველ კლუბში დაბრუნება მოუწევს.
იმედია რუსეთში მოთამაშე ჩვენი ლეგიონერები და უპირველესად ხვიჩა კვარაცხელია ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით და თავს დააღწევენ საშინელ ქვეყანას, მოეწყობიან ევროპაში და ისეთ კარიერას აიწყობენ, როგორიც თითოეულ გულშემატკივარს სურს.
GIPHY App Key not set. Please check settings