ხვიჩა კვარაცხელია მოყვა, რომ 24 თებერვლის (რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება) შემდეგ რუსეთის უმალ დატოვება გადაწყვიტა. ჩვენიანმა ინტერვიუ ნობელ არუსტამიანს მისცა.
მოგეხსენებათ, ქართველმა შემტევმა „რუბინი“ მიატოვა და დროებით ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, მერე კი „ნაპოლისთან“ გააფორმა კონტრაქტი.
სად იყავი 24 თებერვალს?
არ მახსოვს, რუსეთში, მგონი.
როდესაც ეს ამბავი შეიტყვე, პირველად რა გაიფიქრე?
უკვე ყველამ იცოდა და საუბრობდა ამაზე. მე მამამ დამირეკა. რა თქმა უნდა, უარყოფითი რეაქცია მქონდა, იქ ხალხი იღუპება – ეს ცუდია. ეს არავის არ მოსწონს.
შიში იყო?
რა თქმა უნდა. შიში იყო ოჯახის და ყველას გამო. ამაზე ბევრს ვფიქრობდი. ყველა ამბობდა: აი ხვიჩა დიდხანს არ მიდიოდა. და აქ ყველაფერი დაიწყო.
„რუბინში“ ამბობდნენ, რომ საქართველოში კრიტიკას წააწყდი, რომ მამაშენს მანქანა დაუმსხვრიეს. ამას როგორ განიცდიდი?
ცხადია, განვიცდიდი. ფეხბურთი სპორტია, მაგრამ ვფიქრობ სლუცკი და საიმანოვი ყველაფერს გაგებით მოეკიდნენ. მათ ვუთხარი, რომ ოჯახი ყველაზე მეტად მაინტერესებს. მითხრეს, გააკეთე, როგორც შენთვის უმჯობესი იქნება.
როდის მიხვდი, რომ რუსეთში ვერ დარჩებოდი? იყო ზარები, რამე შეტყობინება?
ბევრი რამ იყო, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ მორჩა, ვეღარ დავრჩებოდი.
ეს რა მომენტი იყო? რომელი დღე? როდის მიხვდი?
უკვე ვხვდებოდი, რომ ასე მოხდებოდა.
მაშინვე?
კი. ორი თამაში გვქონდა. ვთქვი, რომ ჩავამთავრებდი, ყველაფერს კარგად გავაკეთებდი გუნდისთვის, რადგან „რუბინმა“ ბევრი რამ მომცა.
ეს თამაშები მარტში იყო, მერე კი იყო სანაკრებო პაუზა.
დიახ. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს ორი მატჩი უნდა მეთამაშა, რადგან არ იქნებოდა ლამაზი უბრალოდ მეთქვა, მივდივარ. ბიჭებთან ორი წელი ვიყავი და ასე ვერ მოვიქცეოდი.
ნობელ არუსტამიანი კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელსაც ესაუბრა.
რა ეღირებოდა ხვიჩა ზაფხულში, ქვეყანა რომ არ გადატრიალებულიყო?
მე მკითხავი ხომ არ ვარ? მაგრამ ვფიქრობ კვარაცხელია 50 მილიონ ევროზე ნაკლები არ ღირს.
50?!
ეს ჩემი აზრია. ის დაამტკიცებს, რომ მეტიც ღირს. მას ბავშვობიდან ვიცნობ. მას ჭერი არ გააჩნია. შეუძლია მოუმატოს და მოუმატოს.
ადამიანურადაც ვიცნობ. დიდი პროფესიონალია და ფეხბურთის გამო ყველაფერს დათმობს.
GIPHY App Key not set. Please check settings