in

უკეთ, ვიდრე ველოდით: ასე უნდა გავაგრძელოთ – ზუროსი

საქართველოს ნაკრებმა დიდებულად დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი – ჩვენმა ნაკრებმა მუნდიალის სადებიუტო და ისტორიულ მატჩში კაბო ვერდე უპრობლემოდ დაამარცხა – 85:60.

საქართველომ მსოფლიო გამარჯვებით დაიწყო – 85:60

მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და შეხვედრა შეაფასეს.

ილიას ზუროსი:
„დღევანდელი დღე ისტორიული იყო ქართული კალათბურთისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოხარულები ვართ, რომ მოვიგეთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ და მომავალ მატჩებშიც მოგებაზე ვიყოთ კონცენტრირებული.
იმაზე უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე ველოდით, კალათბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის. ბითაძეს მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.
სლოვენია ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომლის შემადგენლობაში ლუკა დონჩიჩი თამაშობს. ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებთან თამაში დიდი გამოწვევაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ“.

ემანუელ ტროვოადა (კაბო ვერდეს მთავარი მწვრთნელი):
„პირველად ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონატზე და ზედმეტად ვნერვიულობდით. სამწუხაროა, რომ სამქულიანები საერთოდ ვერ გამოვიყენეთ.
მეორე ტაიმის წინ მოთამაშეებს ვუთხარი, თამაშისგან სიამოვნება მიეღოთ, რამაც შედეგი გამოიღო. მუშაობას გავაგრძელებთ, გავააანალიზებთ და მომდევნო თამაშში ვენესუელასთან უკეთეს გუნდს იხილავთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ მსოფლიო გამარჯვებით დაიწყო – 85:60

ვიდეო: საქართველოს მატჩის ჰაილაითები