in

უეფა ევროტურნირების გადაკეთებას აპირებს: სუპერლიგა იქნება

უეფა ევროთასების ახალ ფორმატზე მუშაობს.

უეფა ევროპული კლუბების ასოციაციასთან ერთად (ECA) ახალი ტურნირის კონცეფციას ამუშვებს, რომელიც სამი დივიზიონისგან შედგება. თუმცა ცვლილებები 2027 წლამდე არ იქნება.

ახალი პროექტი სამ დივიზიონს გულისხმობს – სუპერლიგა, ევროპის ლიგა და პრეტენდენტების ლიგა. თითოეული დივიზიონი 18-გუნდიანია. ლიგებს შორის მოხდება გავარდნა და დაწინაურება – 2-2 გუნდი სუპერლიგასა და ევროპა ლიგას შორის და 4-4 გუნდი ევროპა ლიგასა და პრეტენდენტების ლიგას შორის. თანაც ეს აღზევება-დაღმასვლა დამოკიდებული იქნება არა ერთი სეზონის შედეგებზე, არამედ ბოლო სამი ან ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე.

კალენდრის პრობლემის გადასაჭრელად შესაძლოა თითოეული დივიზიონი ორ ჯგუფად დაიყოს და მერე ფინალური სტადია. სუპერლიგის ცხრილში შესაძლოა ასევე გაითვალისწინონ ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებიც. გუნდების განაცხადი კი 34 ფეხბურთელამდე გაიზარდოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ ყველა დროის გუნდი დააყენა: რონალდო არ შეიყვანა და რონალდო შეიყვანა

საზონოვი ძირითადში იყო, მაგრამ მალევე დაშავდა