უეფაში ჯერ არ გადაუწყვიტავთ დაუშვებენ თუ არა რუსეთს ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირზე.
უეფამ რუსული კლუბები მაისში ევროთასებიდან მოხსნა, ასევე მამაკაცთა და ქალთა ნაკრები გუნდები გააბუნძულა ერთა ლიგიდან და ევრო 2022-დან.
ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირი ჯერჯერობით არ არის იმ სიაში, საიდანაც რუსეთი მოკვეთილია.
„ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“ – აცნობეს უეფას პრეს-სამსახურში.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 9 ოქტომბერს გაიმართება. თავად ტურნირი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება.
GIPHY App Key not set. Please check settings