in ,

ვალენსია მამარდაშვილს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა “ElDesmarque” ავრცელებს.

“გიორგი მამარდაშვილი “ღამურებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ფინანსური Fair Play-ს გამო მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა, მაგრამ ეს საკითხი უკვე დახურულია და მალე კლუბი ინფორმაციას ოფიციალურად გამოაცხადებს. კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდება და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაიწერება. ზაფხულში გიორგის გადაბირებას არაერთი გუნდი ცდილობდა, მაგრამ ქართველი “მესტალიაზე” ბედნიერია და წასვლას არ აპირებს, მისი მთავარი მიზანი “ვალენსიასთან” ერთად წარმატების მიღწევაა, გატუზოსთან მუშაობით კი აღფრთოვანებულია. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამკარგად იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია მამარდაშვილი გუნდისთვის. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წელს იწურება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფამ ჯერ არის რუსეთს დაუშვებს თუ არა ევრო 2024-ზე

საღლიცინო ამბავი: იცოდით, გრიზმანის კონტრაქტის დეტალები?