ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ uefa-მ დღეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საფეხბურთო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ახალი პროექტი დაამტკიცა.
უეფას მიერ დამტკიცებული ახალი წესდების საფუძველზე ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობა 32-დან 36 გუნდამდე გაიზრდება. ახალი ფორმატის შედეგად იცვლება ჯჯგუფური ეტაპის სისტემა. თითოეული 8 სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ ჩაატარებს მატჩებს (4 შინ, 4 გარეთ) , რომლის შემდეგაც შედგება სატურნირო ცხრილი და 1-დან მე–8 ადგილზე გასული გუნდები 1/8 ფინალში გავლენ. მე-9-დან 24-ე ადგილამდე მყოფი გუნდები კი, ორმატჩიანი პლეი-ოფის შედეგად გამოავლენენ 1/8 ფინალისტების ვინაობას. 1/8 ფინალური ეტაპიდან ტურნირის ფორმატი უცვლელი რჩება.
ანალოგიური ცვლილები შეეხება ევროპალიგასაც და კონფერენს ლიგასაც. ამ ტურნირებზეც ე.წ. “შვეიცარიული სისტემა” დაინერგება. ჯგუფური ეტაპის ნაცვლად გუნდები სხვადასხვა გუნდების წინააღმდეგ 8-8 მატჩს ითამაშებენ, კონფერენს ლიგაზე 6-6-ს.
ისმება კიტხვა თუ ვინ მიიღებს იმ დამატებით 4 ადგილს. უეფა*ს გადაწყვეტილებით 2 ადგილს იმ ქვეყნის გუნდები მიიღებენ, რომლებსაც გასულ სეზონში ევროსარბიელზე ყველაზე კარგი შედეგი ექნება. მაგალითად, თუ ინგლისი იქნება ასეთი, პრემიერლიგის მეოთხეადგილოსანი გუნდი შემდეგი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ კვალიფიცირდება. ერთ ადგილს მიიღებს უეფას რეიტინგში მეხუთე ადგილზე მყოფი საფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი, ერთი ადგილი კი, ე.წ. ჩემპიონთა გზით გაირკვევა.
GIPHY App Key not set. Please check settings