in

უელსმა და ავსტრალიამ ნინიაშვილზე უნდა იფიქრონ: ქართველი მორაგბე გამორჩეულებშია

მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. რაგბი საფრანგეთსა და ბრიტანეთში პოპულარულია და ამიტომ მოახლოებულ ჩემპიონატზე ბევრიც იწერება.

BBC-მა ხუთი ახალგაზრდა გამოარჩია, ვის თამაშსაც სპეციალისტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. მათ შორის მოხვდა ჩვენი დავით ნინიაშვილია.

„ნინიაშვილი იმ მორაგბეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც თითქმის ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც დაცვაში, ასევე შეტევის დროს. 21 წლის ქართველ ტალანტს საერთაშორისო დონეზე თამაშის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. მას საოცარი სისწრაფე, მოქნილობა და მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრის შესანიშნავი უნარი აქვს. ეს ყველაფერი კი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ნინიაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ დავასახელოთ.
უელსისა და ავსტრალიის ნაკრებებმა აქედანვე უნდა იფიქრონ, როგორ მოახერხებენ ნინიაშვილის განეიტრალებას, მას ამ გუნდებისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია“.

გამოცემამ, ნინიაშვილის გარდა, ხუთეულში კარტერ გორდონი (ავსტრალია), ხუან მარტინ გონსალესი (არგენტინა), ქენან მუდი (სამხრეთ აფრიკა) და ლუი ბიელ-ბიარი (საფრანგეთი) დაასახელა.

მსოფლიო თასზე საქართველო С ჯგუფშია და მეტოქეებად უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია ჰყავს.

9 სექტემბერი. ავსტრალია – საქართველო
23 სექტემმბერი. საქართველო – პორტუგალია
30 სექტემბერი. ფიჯი – საქართველო
7 ოქტომბერი. უელსი – საქართველო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოისწრაფიშვილი ბევერენში გადავიდა: იჯარით და გამოსყიდვის უფლებით

საქართველოსთან ფინალივით თამაში გვაქვს: გავის ყური მოაგლიჯეს, რომლის რეკორდსაც ემუქრებიან – ესპანეთის სათბილისო ამბები