მოგეხსენებათ, 2022 წლის მარტიდან პირველმა პროფესიონალურმა ქართულმა ფრენჩაიზმა “შავი ლომი” სამხრეთ აფრიკის ქარი თასის პირველ დივიზიონში (რანგით მეორე) უნდა იასპერეზოს, მაგრამ ჯერჯერობით ამ ტურნირზე დიდი არეულობაა.
საქმე ისაა, რომ ტურნირზე მიწვეული ნამიბიური ფრენჩაიზი ტურნირში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, რადგან ნამიბიის რაგბის კავშირის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა უაზროდ დიდი ხარჯია.
ასე რომ, ქარი თასის პირველ დივიზიონში მონაწილე სავარაუდო გუნდების სია 11-დან 10-მდე შემცირდა. გეტყვით იმასაც, რომ ტურნირზე “შავი ლომის” გარდა, კენიის, ზიმბაბვეს ფრენჩაიზები და რამდენიმე სამხრეთ აფრიკული გუნდი იასპარეზებს.
პირველ ადგილზე გასული სამხრეთ აფრიკული გუნდი უმაღლეს დივიზიონში აღზევდება, უცხოურ ფრენჩაიზებს კი, აღზევება-დაქვეითების სისტემა არ ეხებათ.
GIPHY App Key not set. Please check settings