„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მოყვა, რომ არ იცნობდა კლუბის რუს მფლობელ რომან აბრამოვიჩს. პირველი შეხვედრა და საუბარი პირდაპირ სტადიონზე მოხდა, ლონდონური გუნდის ზეიმის დროს.
„მფლობელს მოედანზე ვესაუბრე. ეს საუკეთესო მომენტი იყო ჩვენი პირველი შეხვედრისთვის – ან უარესიც, აწი შეიძლება ყველაფერი უფრო ცუდად წავიდეს. ჩვენ ისევ დავილაპარაკებთ, და დავარწმუნებ, რომ გამარჯვებებისადმი მშიერი დავრჩები. დიახ, მშიერი ვარ როგორც ნამდვილად ამბიციური კლუბის და ძლიერი კოლექტივის ნაწილი“, – ციტირებს 47 წლის გერმანელის ნალაპარაკებს უეფას საიტი.
ტუხელმა „ჩელსი“ სულ რაღაც იანვარში ჩაიბარა, რაც პსჟ-დან გაუშვეს. ლონდონში მან ფრენკ ლემპარდი შეცვალა.
ფინალში „ჩელსიმ“ კაი ჰავერცის ერთადერთი გოლით გვარდიოლას „სიტი“ დაამარცხა.
ახალი ჩემპიონი არ შედგა: ჩემპიონთა ლიგა ჩელსიმ მოიგო – ტუხელმა პეპი დაჩაგრა
GIPHY App Key not set. Please check settings