დიახ, სიახლე, რომელსაც ველოდით და ვიცოდით, რომ სადღაც გავარდებოდა, ხელშესახები გახდა.
“საბურთალოსა” და საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის “შახტარში” გადაბარგდა და ხელი 5 წლიან კონტრაქტსაც მოაწერა.
ზაფხულიდან მოყოლებული, ძალზე აქტიურად იწერებოდა გიორგის პოტენციური ტრანსფერის შესახებ და ბოლო პერიოდში “ვალენსიას” შესახებ უფრო იწერებოდა, მაგრამ 21 წლის ფეხბურთელისათვის დონეცკური კლუბი, რომელიც რეგულარულად გამოდის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ურიგო ვარიანტი არ არის.
გეტყვით იმასაც, რომ გიორგი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წრის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ზაფხულში ევროტურნირებზე არაერთი გამორჩეული მატჩით დაგვამახსოვრა თავი. ცოტახნისწინ კი ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.
ჰო, “ტრანსფერმარკეტმა” გამოარკვია, რომ ტრანსფერის სანაცვლოდ ქართულმა კლუბმა 1 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა ეს დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.
GIPHY App Key not set. Please check settings