in

ტრავმირებულები დაბრუნდნენ: რუმინეთთან ანთიმოზის თასისთვის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შაბათს, თბილისის დროით, 19:30 საათზე 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრას ბუქარესტში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

“ბორჯღალოსნებს” რუსებთან უბრძოლველი გამარჯვება ჩაეთვალათ და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა განაღდებული აქვთ, რუმინელთათვის კი, ყველა მატჩი უმნიშვნელოვანესია.

მეექვსედ: საქართველო მსოფლიო თასზე ოფიციალურად გავიდა

საქართველოს ნაკრებს “სტეჟართან” შეხვედრაში დავით ნინიაშვილი, გიორგი კვესელაძე,სანდრო თოდუა და კოტე მიქაუტაძე დაუბრუნდათ.

“ბორჯღალოსნების” 23-კაციანი სამატჩო რაზმი ასე გამოიყურება:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 75 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 37 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 82 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 95 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 30 კეპი, 210 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 62 კეპი, 65 ქულა)

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 69 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 86 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 26 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 14 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 25 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 14 კეპი, 20 ქულა).

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 25 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 27 კეპი, 10 ქულა), 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8 კეპი, 10 ქულა), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 37 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტორპედოს პასუხი გულშემატკივრებს: ცეცაძე გუნდში რჩება

ჰამბურგში კოვიდ-აფეთქებაა: ჩაკვეტაძე ინფიცირებულია