სამწუხარო ცნობებია ინდონეზიიდან. გარდაიცვალა ლიგა 3-ში მოთამაშე მეკარე ტაუფიკ რამსია, რომელიც „ტორნადოს“ ღირსებას იცავდა. ის გარდაიცვალა 21 დეკემბერს საავადმყოფოში დაზიანებებისგან, რომელიც მეტოქესთან შეჯახების შედეგად მიიღო.
ბიჭი მხოლოდ 20 წლის იყო.
რამსიამ თავზე ოპერაცია ვერ გადაიტანა. სერიოზული ტრავმა „ტორნადოსა“ და „ვახანას“ შეხვედრაში მიიღო 18 დეკემბერს. დარტყმის შედეგად მან გონება დაკარგა.
კლუბმა მწუხარება გამოთქვა და დაემშვიდობა მეკარეს, რომელიც პროგნოზებით ინდონეზიის ნაკრების გოლკიპერი უნდა გამხდარიყო.
GIPHY App Key not set. Please check settings