თურქულმა “ტრაბზონსპრმა” ირაკლი აზაროვის შემცვლელი იპოვა.
მოგეხსენებათ, თურქეთის სუპერლიგის ლიდერი 19 წლის ქართველი მცველის შეძენით იყო დაინტერესებული. აზაროვი ტრაბზონშიც იყო ჩასული და მხარეებს შორის შეთანხმებაც უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ აჭარულმა კლუბმა ბოლო მომენტში კონტრაქტის პირობები შეცვალა და აზაროვის ტრანსფერიც ჩაიშალა. როგორც თურქულ მედიაში დაიწერა, მხარეები 1 500 000 ევროზე იყვნენ შეთანხმებულნი, მაგრამ ბათუმის “დინამომ” ბოლოს 200 000 ევროთი მეტი მოითხოვა. ბათუმური კლუბის პრეზიდენტი აჩი ბერიძე კი ამბობს, რომ ტრანსფერი ჯერ არ ჩაშლილაო, მაგრამ “ტრაბზონსპორმა” მარცხენა მცველი უკვე შეიძინა, რაც აზაროვის ტრანსფერს გამორიცხავს.
თურქული კლუბის არჩევანი 22 წლის პოლონელ ტომოტეუშ პუხაშზე შეჩარდა.
GIPHY App Key not set. Please check settings