საქართველოს ნაკრებისა დაა ბათუმის დინამოს მარცხენა მცველის ირაკლი აზაროვის შესახებ საუბრები არ წყდება. უკვე, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 19 წლის ქართველი მცველის “ტრაბზონსპორში” ტრანსფერი ჩაიშალა.
არადა, ფეხბურთელი ტრაბზონში ჩასულიყო და გუნდში სამედიცინო შემოქმების გასავლელად ემზადებოდა, მაგრამ მოულოდნელად აჭარული კლუბის წარმომადგენლებმა კონტრაქტის პირობები შეცვალეს. თავიდანვე განსაზღვრული 1 500 000 ევროს ნაცვლად, 200 000 ევროთი მეტი მოითხოვეს.
აზაროვის ჩაშლილი ტრანსფერის გამო, თურქეთის სუპერლიგის ლიდერი მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერებას მადრიდის “რეალის” 33 წლის ბრაზილიელი მარსელოთი გეგმავს. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით “ტრაბზონსპორმა”, რომელიც სეზონის ბოლოს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტს ამთავრებს, “ტრაბზონსპორმა” ოფიციალურად მიმართა და წლიური 2.5 მილიონი ევრო შესთავაზა. მარსელომ თურქულ კლუბს უპასუხა და აღნიშნა, რომ სეზონის ბოლომდე მხოლოდ მადრიდის “რეალზე” ფიქრობს და ზაფხულში განიხილავს ამ წინადადებას.
მარსელო მადრიდის “რეალის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს. ის “გალაქტიკოსს” “ფლუმინენსედან” შეუერთდა.
GIPHY App Key not set. Please check settings