ქართველმა ექს-ოძეკიმ ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ნაცუ ბაშოს მე-9 დღეს მე-5 გამარჯვება მოიპოვა. მეცხრე მაეგაშირად განთესილი ქართველი სუმოისტი ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და აბიშეტაოშის ილეთით დაამარცხა.
ტაჩიაის (საწყისი დაჯახება) ორივე მებრძოლმა მავაში აიღო და ჭიდაობაში ლევანი უკეთესი აღმოჩნდა.
9 დღის შემდეგ ტოჩინოშინს ბალანსი 5:4-ზე გაუხდა. ხვალ, ჩვენებურის მეტოქე სადანოუმი იქნება. ურთიერთდაპირისპირებებში ქართველი 5:4 იგებს.
GIPHY App Key not set. Please check settings