აკი ბაშოს მე-11 დღეს ქართველი ექსოძეკი ტოჩინოში მეთექვსმეტე მაეგაშირა ტოკუშორიუს დაუპირისპირდა და მიმდინარე ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა გოლიათმა მეტოქე კლასიკური იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ამ გამარჯვებით, ტოჩინოშინს მიმდინარე აკი ბაშოზე ბალანსი 5:6-ზე გაუხდა და კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირებამდე სამი გამარჯვება აკლია.
ხვალ, ჩვენებურის მეტოქე მეჩვიდმეტე მაეგაშირა ჩინოკუნი იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings