ივლისის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა მაისეი შეხვდა.
ლევან გორგაძეს თანაბარი ბალანსი ჰქონდა (5:5), მის მეტოქეს კი 6 მოგება 4 მარცხი.
ტოჩინოშინი და მაისეი აქამდე ხუთჯერ შეხვედრილან – ორჯერ ჩვენიანმა აჯობა, სამჯერ კი მოწინააღმდეგემ.
ამჯერად, ქართველმა მეტოქე ადვილად, იორიკირის ილეთით დაამარცხა და ახლა უკვე დადებითი ბალანსი აქვს – 6 მოგება და 5 მარცხი.
GIPHY App Key not set. Please check settings