აკი ბაშოს მეოთხე დღეს ქართველი ექსოძეკი ტოჩინოშინი მიმდინარე ბაშოს ლიდერ მიოგირიუს დაუპირისპირდა და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.
ეს რიკიშები აქამდე 27-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც ქართველს 12, ხოლო მეტოქეს 15 ჰქონდა მოგებული. ახლა გამარჯვება მიოგირიუს დარჩა. მეტოქემ ქართველი ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.
მიმდინარე აკი ბაშოზე ტოჩინოშინს 1 მოგება და 3 მარცხი აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings