in

ტოტი 20 წლის შემდეგ ილარის დაშორდა, ორშვილიანი დიზაინერის გამო

„რომას“ ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი მოდელ ილარი ბლაზს ეყრება.

„20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ (ქორწინება 2005 წელს შედგა), სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. შევეცადე კრიზისის დაძლევას, მაგრამ მესმის, რომ დაშორება გარდაუვალია.

მე გავაგრძელებ ილარისთან ერთად ჩვენი სამი საუცხოო შვილის გაზრდას და ყოველთვის დიდი პატივისცემით მოვეპყრობი მათ.

განშორების პროცესი კერძო საქმედ დარჩება და ამ თემაზე არანაირი განცხადება აღარ იქნება. გთხოვთ პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას“, – განაცხადა ტოტიმ.

Corriere dello Sport იუწყება, რომ ტოტი ხვდება ნოემი ბოკის, რომელიც 34 წლისაა და რომში გაიზარდა. გოგონა „რომას“ ფანია.

ბოკი ფლორის დიზაინითა დაკავებული, უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში და ზრდის 10 წლის გოგონას და 8 წლის ვაჟს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გია გეგუჩაძე: ბათუმელი გულშემატკივრის გასახარებლად ყველაფერს გავიღებთ

ჰალი მთავარმა ვარსკვლავმა დატოვა