ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი სეზონიდან გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან.
57 წლის დირკ შუსტერთან და შტაბთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
შუსტერი 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
“შუსტერი „დარმშტადტს“ სათავეში მესამე ბუნდესლიგაში ჩაუდგა და ორ სეზონში ბუნდესლიგაში გადაიყვანა. ამას გარდა, ის წარმატებით თანამშრომლობდა „აუგსბურგთან“, „ერცგებირგესა“ და ბოლოს, 2022-2024 წლებში „კაიზერსლაუტერნთან“, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ზედიზედ ორ სეზონში ათეულში ადგილი შეანარჩუნებინა.
დირკ შუსტერმა „ტორპედოში“ დანიშვნის შემდეგ ხაზი გაუსვა იმ ნდობას, რაც მასა და გუნდის მენეჯმენტს შორის პირველივე შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო გადამწყვეტი როლი იქონია პროექტის მასშტაბმა და იმ შესაძლებლობებმა, რაც „ტორპედოს“ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას უკავშირდება.
მისი ასისტენტი საშა ფრანცი იქნება, რომელთან ერთადაც ის, 12 წელია, თანამშრომლობს. „ტორპედო“ მარბელაში ახალი სეზონისთვის მზადებას გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით განაგრძობს“, – წერია „ტორპედოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

GIPHY App Key not set. Please check settings