პოპულარული იტალიური გამოცემა “კალჩომერკატო” წერს, რომ “ტორინომ”, შესაძლოა, საბა საზონოვი გაანათხოვროს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს ტურინულ კლუბში თითქმის არ აქვს სათამაშო პრაქტიკა.
“ლაძარო სულაც არ არის “ტორინოს” ერთადერთი ახალწვეული, რომელიც ამ ზაფხულს, შესაძლოა, გუნდიდან წავიდეს. შეიძლება, წამსვლელთა რიგებში აღმოჩნდეს საბა საზონოვიც, რომელსაც მიმდინარე სეზონში არ აქვს საკმარისი სათამაშო დრო “ტორინოში”.
შესაძლოა, ის იჯარით გაუშვან რომელიმე კლუბში. აქვე უნდა ითქვას, რომ საზონოვის პირველი იტალიური გამოცდილება არ უნდა შეფასდეს, როგორც მისი საბოლოო კრახი”, – წერს “კალჩომერკატო”.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings