32 წლის ტონი კროოსი დილემის წინაშეა. დაასრულოს კარიერა თუ დარჩეს მინდორზე. მისი მოქმედი კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ 2023 წელს იწურება და როგორც ესპანურ პრესაში იწერება, გახანგრძლივებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
32 წელი თანამედროვე ფეხბურთში მართლაც არაფერია. თან, განსაკუთრებით, თუ გერმანელის სათამაშო სტილს გავითვალისწინებთ. სისწრაფით არასდროს გამოირჩეოდა და ყველაზე მეტს დარბისო რომ ვთქვათ, უტრირების უშრეტი სამყაროდან იქნება. არა კროოსის ღირებულებანი სხვაგვარია: „ის, რასაც ბარსელონა 40 პასით აკეთებს, ტონის ერთი პასით შეუძლია“- ეს ზიდანის სიტყვებია და როგორ გინდა არ დაუჯერო?
მოკლედ, 5 გზის ჩემპიონთა ლიგის, 3 ლა ლიგის, 3 ბუნდესლიგისა და მსოფლიო ჩემპიონი ტონი კროოსის მომავალი უცნობია. შესაძლოა კარსმომდგარი ახალი სეზონი მისთვის ბოლო იყოს…
GIPHY App Key not set. Please check settings