ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ოლიმპიადა, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, უჩვეულო ფორმატში (უმაყურებლოდ) ჩატარდა, საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა. ჩვენმა დელეგაციამ ამომავალი მზის ქვეყანაში მედლების სარეკორდო რაოდენობა – 8 მედალი მოიპოვა (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).
საინტერესოა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ჯამში 20 მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა და ამ 20-დან სამის ავტორი პლანეტის უძლიერესი ძალოსანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახლავთ. ლაშამ ატაცში 223 კგ დააფიქსირა, აკვრაში 265 კილოგრამიანი შტანგა აწია, ორჭიდში კი 488 კილოგრამი დააფიქსირა.
20–დან 3 რეკორდი ველორბოლაში, 3 სროლაში, 1 სპორტულ მეკლდეურობაში, 6 ცურვაში, 3 მძლეოსნობაში, 4 კი ძალოსნობაში დამყარდა.
GIPHY App Key not set. Please check settings