გუშინ, ერიკ ტენ ჰაგის ეშმაკებმა კონტეს დეზებს მაგარი გაკვეთილი ჩაუტარეს და 2:0 დაამარცხეს.
საერთოდ, პირველ ტაიმში “ემიუმ” 19 ჯერ დაარტყა “ტოტენჰემის” კარის მიმართულებით, რაც ფეერიული მაჩვენებელია!
რაც შეეხება ჩვენს საკითხს. მეორე ტაიმში, მარკუს რაშფორდმა ორი მეტოქე ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში ძალაზე გათვლილი დარტყმა შეასრულა, რომელსაც უგო ლორისი გაუმკლავდა.
ამდროს, პრემიერ ლიგის მატჩისშემდგომ ანალიზში ტიერი ანრი საინტერესო შეფასებას აკეთებს:
@GabbyLogan is a fantastic anchor for the PL. @primevideosport you’ve nailed it. Love this bit at the end. Great chemistry between @Evra and Gabby from #freezethefear (@Iceman_Hof) and Henry blown away by the roundup. What a great night of footy!! ❤️ pic.twitter.com/3z8LEVb2uU
— Owain (@o_christian84) October 19, 2022
“რა საჭიროა ძალა? გაგეხსნა კუთხე? – ჰოდა, დაასრულე მომენტი. ტერფის შიდა ნაწილით, რბილად გაუშვი შორეულ კუთხეში, კარგი, ამაზე პირადად გაგესაუბრები”.
იქვე კი პატრის ევრაც იყო, რომელმაც არანაკლებ საინტერესო პასუხი დააბრუნა:
“ტიერი, ყველას შენნაირი გონება არ აქვს”.
“ვიცი, მაგრამ მას თავისი აქვს და ის უნდა გამოიყენოს”.
GIPHY App Key not set. Please check settings