ვერ გამოუვიდა კარგი სტარტი ერიკ ტენ ჰაგს. არადა პრესეზონზე „ლივერპულს“ 4:0 მოვუგეთო, გოლი გოლზე გაგვაქვსო, ყველაფერს მიეხედაო, რონალდუ რჩებაო, ისაო ესაო, მაგრამ დაიწყო პრემიერ ლიგა, მოვიდა გრემ პოტერის „ბრაიტონი“ და ისეთი დღე აყარა ამ ჩვენს „იუნაიტედს“ ოცნებების თეატრი, მკვდარი პოეტების საზოგადოებად გადააქცია.
ჰოდა, ერიკ ტენ ჰაგს „ბბს“-ს ჟურნალისტი მიუცუცქდა და შეკითხვების ამალა დააყარა. აბა ჩვენ ვართ რაცა ვართ და ეგ ამბავი როგორ იქნებაო? ერედივიზიონის ისტორიაში 100 მატჩის ყველაზე სწრაფად მომგებმა ერიკმა კი მარტივად მოიშორა ინტერესგაღვივებული მიკროფონიანი ჯენტლმენი:
„ძალიან ცუდი სტარტი გამოვიდა. ვიცი აქაური სტანდარტები, ვიცი სადაც ვარ და დამეწრმუნეთ, ამიერდან მე და ჩემი გუნდი 100%-ით დავიხარჯებით, რათა ყველა მატჩი მოვიგოთო“.
ენას ძვალი არ აქვს, ისე კი შემდეგი მატჩი ტომას ფრანკის „ბრენტფორდთანაა“ აი შემდეგ კი… „ლივერპული“. აბა, ძლიერი ლოცვა და მარჯვე ხელები…
GIPHY App Key not set. Please check settings