in

ტენერიფეს მთავარი კალათბურთელი ხმაურიანად დაბრუნდა – შერმადინი TOP 10 მოთამაშეს შორის

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის “ლიგა ენდესას” ოფიციალურმა ვებგვერდმა მიმდინარე სეზონის MVP-ის სეზონის უძვირფასესი მოთამაშის გამოსავლენად შუალედური შედეგები შეაჯამა და ამ დროისთვის სეზონის 10 გამორჩეულ კალათბურთელს შორის, “ლიგა ენდესას” გასული სეზონის საუკეთესო კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შერმადინიც შეიყვანა.

მოგეხსენებათ, რომ შერმადინმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა ჩაატარა და დანარჩენი მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა. მიუხედავად ამისა, იგი სეზონის გამორჩეულ მოთამაშეები მე-10 ადგილზეა.

“ტენერიფეს” ლიდერი და მთავარი კალათბურთელი ტრავმის შემდეგ ხმაურიანად დაბრუნდა და “გრან კანარიას” წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ტრავმამოშუშებული შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი +41 გაუტოლდა. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შერმადინთან ერთად “ტენერიფემ” მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო და მხოლოდ 1-ში დამარცხდა”, – წერს “ლიგა ენდესას” ოფიციალური ვებგვერდი.

“ლიგა ენდესას” მიმდინარე სეზონის 10 გამორჩეულ მოთამაშეს შორის შემდეგი კალათბურთელები მოხვდნენ:

ბოიან დუბლევიჩი (ვალენსია)
ნიკოლა მიროტიჩი) (ბარსელონა)
ედი ტავარესი (რეალი)
ბრუნო ფიიპალდი (ლენო ტენერიფე)
ჩიმა მონეკე (მანრესა)
ანტე ტომიჩი (ხუვენტუტი)
ძანან მუსა (ბრეოგანი)
ჯეისონ გრეინჯერი (ბასკონია)
ობი ემეგანო (ფუენლაბრადა)
გიორგი შერმადინი (ლენოვო ტენერიფე)

გიორგი შერმადინის სტატისტიკა “ლიგა ენდესას” მიმდინარე სეზონში ასეთია – 13.5 ქულა, 6 მოხსნა, 0.5 პასი, 0.3 ჩაჭრა, 0.3 დაფარება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯერ რა დროს ზეიმია: თუ ასე გააგრძელე მე-6-ზეც გახვალ – XIV ტური

რონალდომ ისტორიაში პირველმა გაიტანა 800 გოლი