მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი საქართველოდან ლაშა ტალახაძე მთელი მსოფლიოს გაკვირვებას განაგრძობს და თავისივე მსოფლიო რეკორდებს აუმჯობესებს.
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტაშკენტის ფიცარნაგზე ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. პირველ ცდაზე 210 კილოგრამი დაძლია. მეორე ცდაზე 218 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა და მეორე ცდაზევე გაინაღდა პირველი მოძრაობის ოქრო და მესამე ცდაზე მსოფლიო რეკორდზე წავიდა 225 კილოგრამიც მარტივად დაძლია.
ლაშამ აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა. პირველ მისვლაზე ტალახაძემ 247 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალი აქვე გაინაღდა. მეორე ცდაზე ლაშამ 257 კილოგრამი დაძლია. მესამე ცდაზე ლაშა ახალ მსოფლიო რეკორდზე წავიდა და 267 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში კი, 492 კილოგრამი დააფიქსირა.
ვერცხლის მედალს სომეხი ვარაზდატ ლალიანი, ბრინჯაოს-გორ მინასიანი დასჯერდა.
საბოლოოდ, ლაშამ სამ მსოფლიო რეკორდთან ერთად ოქროს მედალიც მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა.
ტალახაძე ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.
GIPHY App Key not set. Please check settings