in

ტაილანდს თბილისში ყოფნა უხარია და წინააღმდეგობას გაგვიწევს: რთულგვარიანი ხვიჩა ნეიმარივითაა

საქართველოს ნაკრებს ხვალ ამხანაგური მატჩი აქვს, ეკზოტიკურ ტაილანდთან. ჩვენებმა არც თუ დიდი ხნის წინ მონღოლეთთან ითამაშეს და ახლა კიდევ ერთი არატრადიციული სპარინგი გვაქვს. ტაილანდი მონღოლეთზე უფრო ძლიერი გუნდია და ბოლო დროს ფორმაშიც არის, მაგრამ ცხადია საქართველოს ნაკრები მაინც უდაო ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენები სავარაუდოდ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებენ. აი ტაილანდელები კი დიდ ყურადღებას უთმობენ ჩვენთან თამაშს და ზოგადად ევროპულ ტურნეს (ჩვენს მერე ესტონეთს ეთამაშებიან), რამეთუ ისინი დიდად არ არიან განებივრებული ევროპელებთან თამაშით და ეს მათთვის მოვლენაა.

ამხანაგური მატჩის წინ, ტაილანდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჰოლკინგმა და ფეხბურთელმა ბორდინ ფალამ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ალექსანდრ ჰოლკინგი:
„გვიხარია აქ ყოფნა, ამ დონის ნაკრებთან თამაში. საქართველო საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა. გერმანიაში ვთამაშობდი და უშუალოდ მინახავს ქართველების თამაში, მათ შორის ლევან კობიაშვილის, როდესაც გელზერკირხენის „შალკეში“ გამოდიოდა. უკვე 11 წელიეადია ტაილანდში ვცხოვრობ. ამ პერიოდში აქაური ფეხბურთი ძალიან განვითარდა და სწორ გზაზეა. გვყავს ბევრი ახალგაზრდა და ტექნიკური ფეხბურთელი. აზიაში კარგი შედეგები ძლიერ ნაკრებებთანაც გვქონდა. ჩვენი მიზანი და ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.

ხვიჩას საკმაოდ რთული გვარი აქვს, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელია. მისი შედარება ბრაზილიელებთან შეიძლება, ისეთი ტექნიკა აქვს, როგორც ნეიმარს. კვარაცხელიას წინააღდმდეგ თამაში ჩვენთვის გამოწვევაა.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ მეტოქეზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ მკაფიო ტაქტიკა გვაქვს, მაღალ პრესინგის, შეტევასა და ბურთის შენარჩუნებას ვცდილობთ. ამხანაგური მატჩში მთავარი შედეგი არაა.
დახვედრით და მასპინძლობით კმაყოფილი ვარ. ტაილანდელებისთვის ცოტა ცივა, ჩემთვის, როგორც ბრაზილიელისთვის კი, იდეალური ტემპერატურაა“.

ბორდინ ფალა:
„ეს თამაში მთელი გუნდისთვის გამოცდა იქნება. საქართველო უფრო მაღლა დგას, მაგრამ წინააღმდეგობას გავუწევთ და იმედია სასურველ შედეგს მივაღწევთ. შემტევ ფეხბურთზე ვართ ორიენტირებული, თუმცა ვნახოთ, რთულ მეტოქესთან რა დავალებებს მივიღებთ.”

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალის ფეხბურთელებს ახალი BMW-ები დაურიგეს: ვინ აირჩია უძვირესი მოდელი

გოგას 7 ქულა სეზონის პირველ მატჩში