in

სხვანაირად ვერ მოიგებ: რეალმა ბარსა გაანადგურა და ფინალში გავიდა – ბენზემა პუშკაშია, რეალი კიევის დინამო

ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ბარსელონა“ 4:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა.
„რეალს“ პირველი შეხვედრა შინ წაგებული ჰქონდა – 0:1.
ფინალში „რეალი“ „ოსასუნას“ შეხვდება.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 94 904 მაყურებელი
ბარსელონა – რეალი 0:4
გოლები: 0:1 ვინისიუსი (45+1), 0:2 ბენზემა (50), 0:3 ბენზემა (58, პენ), 0:4 ბენზემა (80)

„რეალი“ ესპანეთის თასის ფინალში მე-40-ედ გავიდა. 19-ჯერ მოიგო.

„რეალი“ პირველად გავიდა თასის ფინალში 9 წლის განმავლობაში. მაშინ ტროფეი მოიგო სწორედ „ბარსელონასთან“.

„ბარსა“ „რეალთან“ ბოლო 6 მატჩში პირველად დამარცხდა. აქამდე ყველა ტურნირზე 5-ჯერ აჯობა.

„რეალმა“ „ბარსელონა“ 4 გოლიანი სხვაობით 1995 წლის შემდეგ პირველად გაანადგურა, ხოლო სტუმრად 1963 წლის მერე პირველად.

0:4 „რეალისგან“ – ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო წაგებაა „ბარსასთვის“ 1997 წლის შემდეგ, როდესაც ასეთივე ანგარიშით დამარცხდა კიევის „დინამოსთან“.

ბენზემა – „რეალის“ პირველიო ფეხბურთელია ბოლო 28 წელიწადში, რომელმაც კლასიკოში ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ნოუ კამპზე“ მადრიდელებისგან ეს 1963 წელს ფერენც პუშკაშმა მოახერხა.

ბენზემა კლასიკოს ბომბარდირებში მე-4-ეა 16 გოლით.

ბენზემა 21-ე საუკუნეში მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც “კამპ ნოუზე” ჰეთ-თრიქი შეასრულა. ფრანგამდე იყვნენ დიეგო ფორლანი და კილიან მბაპე.

ბენზემამ ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიკი, ბოლო 4 შეხვედრაში კი 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

ბენზემამ და „რეალის“ კიდვე 5 ფეხბურთელმა, ასევე კარლო ანჩელოტიმ „მარკასგან“ 3 ვარსკვლავი მიიღეს.

კარლო ანჩელოტი: „რეალმა“ სრულყოფილი მატჩი ჩაატარა. სხვანაირად „ნოუ კაპმზე“ 4:0-ის ვერ მოიგებ. გასახდელში აღვნიშნეთ“.

ჩავი: „ბოლომდე ვიბრძოლეთ. უუნარობის განცდა გვაქვს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მასზე ნიჭიერი თავდამსხმელი არ მინახავს: ვინ აქებს მიქაუტაძეს

რეალს ყველაზე მეტი შეხვდა: უეფამ ევროფულები ჩამოარიგა