საქართველოში უკვე მივეჩვიეთ, რომ ფეხბურთელები ფეხბურთიდან პირდაპირ პოლიტიკაში მიდიან, აი სურინამში კი, პირიქით მოხდა. სურინამის ვიცე-პრეზიდენტმა 60 წლის რონი ბრუნსვეიკმა თავისი კაბინეტიდან საფეხბურთო მოედანზე გადაინაცვლა და ოფიციალურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.
ბრენსვეიკი პოლიტიკური საქმიანობის გარდა, საფეხბურთო კლუბ „ინტერ მოენგოტაპოს“ პრეზიდენტი და ამავდროულად გუნდის კაპიტანია. კონკაკაფის მატჩში მისი გუნდის მეტოქე ჰონდურასული “ოლიმპია” გახლდათ, რომელთა წინააღმდეგაც ბრენსვეიკმა 54 წუთი ითამაშა. მისი გუნდი კი 0:6 განადგურდა.
ბრანსვეიკი თავდამსხმელია, მაგრამ ამშეხვედრაში ბურთს მიზერულად შეეხო. იგი მოედანზე სიმბოლურად 61-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, რადგან 1961 წელს არის დაბადებული.
GIPHY App Key not set. Please check settings