in

სუპერლიგის შექმნაზე გამოძიება დაიწყო

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ სუპერლიგის შექმნის ფაქტზე ოფიციალური გამოძიება დაიწყოს.

„მას შემდეგ, რაც სუპერლიგის შესახებ შევიტყვეთ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მისი წარმოქმნისთვის ხელის შეშლა გახდა. ჩვენ მუდმივად განვიხილავდით ამ საკითხს ხელისუფლებასთან, პრემიერლიგასთან და უეფასთან. ხელისუფლებასთან განვიხილეთ კანონი, რომელიც დაგვეხმარებოდა, რომ მსგავსი საფრთხეებისგან მომავალშიც თავი დაგვეცვა, რათა ინგლისის საფეხბურთო პირამიდის დაცვა შეგვძლებოდა.

გასულ კვირას სუპერლიგის შექმნის ფაქტთან და მასში 6 ინგლისური კლუბის მონაწილეობასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება დავიწყეთ. გამოვითხოვეთ ყველა საჭირო ინფორმაცია და მტკიცებულებები. როგორც კი აუცილებელ ცნობებს მივიღებთ, მომდევნო ნაბიჯებსაც განვიხილავთ. ნათელია, რომ მომხდარი დაუშვებელი იყო და ინგლისური ფეხბურთისთვის დიდი ზიანის მიყენება შეეძლო“, – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გაკეთებულ განცხადებაში.

სუპერლიგის ფორმირების შესახებ ცნობილი 19 აპრილს გახდა. მასში შევიდნენ – „არსენალი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“,“ტოტენჰემი“, „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „მილანი“, „ინტერი“ და „იუვენტუსი“. ლიგის პრეზიდენტი მადრიდული კლუბის ხელმძღვანელი ფლორენტინო პერესი გახდა.

რევოლუცია მოდის: სუპერლიგა ოფიციალურად შეიქმნა – ვინ არის ინიციატორი, ვისი ფულია, რატომ ახლა

სუპერლიგის ხელმძღვანელობამ პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება 21 აპრილს, ინგლისური კლუბების უარის შემდეგ მიიღო. ასევე მონაწილეთა რიგები „ინტერმა“, „ატლეტიკომ“ და „მილანმაც“ დატოვეს.

გუნდები წავიდნენ, პროექტი შეჩერდა – სუპერლიგამ 2 დღე იცოცხლა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვირკველია ტურის სიმბოლურში მოხვდა

მოკრივეს ორსული ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ: გოგონა ბავშვს მისგან ელოდებოდა