საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2022 წლის სუპერთასის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია.
საქართველოს სუპერთასის შეხვედრას 20 თებერვალს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. 2022 წლის სეზონის პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ და თასის მფლობელი „საბურთალო“ შეხვდებიან.
სუპერთასის მატჩზე დასწრება თავისუფალია. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩებზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.
GIPHY App Key not set. Please check settings