in

სუპერთასი რეალმა მოიგო, მბაპემ გაიტანა – პაპა კარლოს და მოდრიჩის ტიტულებს თვლა არ აქვთ

უეფას სუპერთასზე, ვარშავაში, „რეალმა“ „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა და სარეკორდოდ, მეექვსედ მოიპოვა ეს ტიტული.

„სამეფო გუნდში“ მბაპეს დებიუტი შედგა. ბერგამოელები სახელიან მეტოქეს გვარიანად დაუდგნენ და ყველაზე სახიფათო მომენტიც მათ შექმნეს. პირველი ტაიმის ბოლოს რამდენიმე მეტრიდან ხარიხას როდრიგომ გაარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, შემდეგ კი „რეალი“ დაეუფლა უპირატესობას: 59-ე წუთზე ვინისიუსი მეურვეს გაექცა, კარის წინ ვალვერდეს მიაწოდა და მანაც ანგარიში გახსნა.
მერე კარგი შანსები გაანიავეს ვინისიუსმა და ბელინგემმა, სამაგიეროდ მბაპემ გაიტანა და გამარჯვებულიც გაარკვია.

უეფას სუპერთასი. ვარშავა.
რეალი (მადრიდი) – ატალანტა (ბერგამო)2:0
14 აგვისტო. ვარშავა. ეროვნული სტადიონი. 56 402 მაყურებელი
გოლები: 1:0 ვალვერდე (59. ვინისიუსის პასით), 2:0 მბაპე (68. ბელინგემის პასით)

რეალი: კურტუა, კარვახალი (88. ლუკას ვასკესი), მილიტაო, რიუდიგერი, მენდი, ვალვერდე, ჩუამენი, როდრიგო (76. მოდრიჩი), ბელინგემი (88. სებალიოსი), ვინისიუსი (88. გიულერი), მბაპე (83. ბრაჰიმ დიასი)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ატალანტა: მუსო, ჯიმშიტი, ჰიენი (90. პალესტრა), კოლაშინაცი (71. ბაკერი), ძაპაკოსტა (62. გოდფრი), დე როონი, ედერსონი, რუჯერი, პაშალიჩი (90. მანცონი), დე კეტელერი (62. რეტეგი), ლუქმენი
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი
გაფრთხილება: ედერსონი (9), ბელინგემი (35), ვინისიუსი (42), ჯიმშიტი (64)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ჯუდ ბელინგემი.

„რეალმა“ ევროპის სუპერთასი მეექვსედ მოიგო და ამ მაჩვენებლით „ბარსელონასა“ და „მილანს“ გადაასწრო (5).

კარლო ანჩელოტიმ ევროპის სუპერთასი მეხუთედ მოიგო, სულ კი ეს მისი მე-11 მოგებული ევროტურნირია. იტალიელი სპეციალისტი ამ მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა. აქამდე, მას და პეპ გვარდიოლას 4-4 გამარჯვება ჰქონდათ.

კარლო ანჩელოტი გახდა მეორე ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი “რეალის” ისტორიაში მიგელ მუნიოსთან ერთად. ორივეს – 14-14.

კილიან მბაპემ „რეალის“ მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლი გაიტანა.

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ესპანური კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა.
მოდრიჩის ანგარიშზე „რეალში“ შემდეგი ტიტულებია: 4 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 5 ესპანეთის სუპერთასი, 6 ჩემპიონთა ლიგა, 5 უეფა-ს სუპერთასი და 5 კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპული და მამარდაშვილი მორიგდნენ: ბოლო სიტყვა ვალენსიაზეა

მეცი ლიონს მიქაუტაძის გამო უჩივის, ფულს არ უხდის