იაპონელი სუმოისტების ჯგუფი ერთი რეისით ვერ გაფრინდა გადატვირთვის გამო.
კომპანია Japan Airlines იძულებული გახდა დამატებითი რეისი დაენიშნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სუმოისტების დიდმა ჯგუფმა კუნძულ ამამიმდე ბილეთები დაჯავშნა, სადაც სპორტული ფესტივალი ტარდებოდა.
სპორტსმენებმა ადგილები ორ რეისზე დაჯავშნეს – ტოკიოდან და ოსაკადან. კომპანიის თანამშრომლებს ეჭვი გაუჩნდათ, თვითმფრინავები (Boeing 737-800) შეძლებდნენ თუ არა საჭირო რაოდენობის საწვავის ჩატევას შეზღუდული წონის გამო,
რადგან დიდ ავიალაინერებს უჭირთ ამამიში დაფრენა, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა სპეციალური რეისის დამატება, რათა მგზავრები გადაენაწილებინა. 14 სუმოისტს შესთავაზეს სპეცრეისით მგზავრობა, სულ 27 მგზავრი გაფრინდა.
ჯამში კუნძულზე 460 სუმოს მოჭიდავე ჩავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings