in

სრული სვლით და მინუს კრიშტიანუ! პორტუგალიამ დომინანტური ფეხბურთით იმარჯვა

კარგი იყო. მძიმე ჯგუფური ეტაპის შემდეგ პორტუგალიელთა გუშინდელი პერფორმანსი ქომაგს გულზე სალბუნად მოედება. პორტუგააალ!!! ისმოდა ასეთი შეძახილები, როგორც ახასიათებთ სამხრეთ ევროპელებს.

ფადუ, ფატიმას ღვთისმშობელი და ფეხბურთი – 3ფ, რომელთა გარეშეც პორტუგალიური ყოფა რთული წარმოსადგენია. ჰო, მატჩს რომ დავუბრუნდეთ, აქ ბევრი სასაუბრო არცაა. პორტუგალია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ, ორგანიზებულ და ფიზიკურად ძლიერ, შვეიცარიას შეხვდა და მეტოქე 6:1 გაანადგურა.

ამ მატჩში, პეპემაც გამოიჩინა თავი და ის მუნდიალების ისტორიაში მეორე ყველაზე მხცოვანი მეგოლეა, როჟე მილას შემდეგ.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კრიშტიანუ რონალდუ თადარიგში დარჩა და შედეგმაც არ დაახანა. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ კრიშტიანუ მოედანზე პროდუქტიული არ არის, თუმცა ფაქტია, რომ მის გარეშე მაგელანის ქვეყნის შვილებმა მეტოქე არ დაინდეს. კრიშტიანუ 74-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 5:1 იყო.

საოცარი მატჩი ჰქონდა “ბენფიკას” ფორვარდ, გონსალუ რამუშს, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე პირველი ჰეთ-თრიქი გაიფორმა და დილიდანვე გადაჭრელდა პრესა, რომ არაერთი გრანდი აკვირდება ამ მოთამაშეს. დაიღალა ეს “ბენფიკაც” – ზაფხულში დარვინ ნუნიესი აწაპნეს ახლა კი გონსალუ?… ასევე შესანიშნავი იყო ჟოაუ ფელქსი, რომელმაც 2 გოლს 2 ასისტი წაამატა.

მოკლედ, პორტუგალია 1/4 ფინალშია და იქ მაროკოს ნაკრები იცდის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაროკოს ზღაპარი გრძელდება: აფრიკელებმა ესპანეთის ბარიერი გაიარეს!

ლუი ვან გაალი: მესი, შესაძლოა სუსტი რგოლიც აღმოჩნდეს