in

მაროკოს ზღაპარი გრძელდება: აფრიკელებმა ესპანეთის ბარიერი გაიარეს!

ესეც ასე. 1/8 ფინალური მატჩები დასრულდა და ოთხივე 1/4 ფინალური წყვილი გამოვარკვიეთ. დასკვნითი აკორდის შესრულებისას კი კიდევ ერთი, დიდი სენსაცია გამოცხვა – მუნდიალს ესპანეთის ნაკრები ემშვიდობება.

მაროკოელებმა მთელი მატჩის განმავლობაში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს და უფრო მეტჯერაც დაარტყეს ზუსტად კარში. შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც ბონომ ლივაკოვიჩის მანტია მოირგო და კარი მშრალად შეინახა! მაროკომ პენალტების სერია 3:0 დასრულდა. პაბლო სარაბიამ, კარლოს სოლერმა და სერხი ბუსკეტსმა თავიანთი მცდელობები ქარს გაატანეს.

მაროკომ ფურია როხა შინ გაისტუმრა და 1/4 ფინალში პორტუგალიას შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომან დოლიძე მე-8 საფეხურზე გადავიდა და ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია!

სრული სვლით და მინუს კრიშტიანუ! პორტუგალიამ დომინანტური ფეხბურთით იმარჯვა