უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედებების გამო, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსეთას და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბების დატოვების საშუალება მისცა. ეს შანსი რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე გამოიყენა და მათ შორის ქართველი ფეხბურთელებიც – ლუკა გაგნიძეც და ლუკა წულუკიძეც არიან.
აღნიშნულ საკითხზე მეტის გასარკვევად Sport4me.ge ფეხბურთელების აგენტს ირაკლი ლილუაშვილს ესაუბრა.
“ამ გადაწყვეტილებას მენეჯერი და ფეხბურთელი არ იღებენ. ერთობლივად მიმოვიხილეთ ყველა შესაძლო რისკი, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. ხალხი ამას გვიან ხვდება ხოლმე, მაგრამ მინდა განვმარტო, რომ სპორტული თვალსაზრისით ეს არ ყოფილა კარგი გადაწყვეტილება. ფეხბურთელი, რომელიც გუნდში თამაშობს და უცებ ხდება კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა და შუა სეზონში ეძებს ახალ გუნდს, არ არის კარგი, მაგრამ სპორტის გარდა არის სხვა ღირებულები და იმ ვითარების ფონზე, რაც დღეს ხდება, იქ გაჩერება, ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი არ იყო. ასეთი ვითარება რომ არ ყოფილიყო მსოფლიოში და კონტრაქტის გაწყვეტის უფლება არ მოეცათ, ამას არ გამოვიყენებდით.
გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე კარგ ევროპულ კლუბთან და გვსურს გაგნიძემაც და წულიკიძემაც ევროპულ კლუბში გააგრძელონ კარიერა. საუბარი საკმაოდ კარგ ევროპულ გუნდებზეა, მაგრამ კონკრეტულად ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ. ფიფას რეგულაციებით კონტრაქტის გაფორმების საშუალება მხოლოდ 30 ივნისამდე შეიძლება და შემდეგ ფეხბურთელი კლუბში უკან უნდა დაბრუნდეს, თუ ხელშეკრულების შეწყვეტას არ აამოქმედებ”, – თქვა ირაკლი ლილუაშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings