in

სპალეტი იტალიაში წლის მწვრთნელია: მან მთელი ფული ბავშვთა თავშესაფარს გადასცა

ლუჩანო სპალეტიმ 2023 წლის ენცო ბეარძოტის პრიზი მოიგო „ნაპოლისთან“ შთამბეჭდავი მუშაობის გამო.

ჯილდო, რომლის წინა გამარჯვებულები იყვნენ რობერტო დე ძერბი, რობერტო მანჩინი და კარლო ანჩელოტი, გადაეცემა წლის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელს, რომელსაც წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური ირჩევს .

ცერემონიაზე გამოსვლისას, სპალეტიმ ისაუბრა „ნაპოლიში“მუშაობაზე და იმაზე, თუ რა სურდა გუნდისგან.

„როდესაც ხედავ ნაპოლისა და მარადონას ფოტოებს, იძულებული ხდები აითვისო და შეინარჩუნო ზეწოლა, ეს ხალხის სიყვარულისა და ვნების ნაწილია.
აქ ფეხბურთისთვის ცხოვრობ, მაგრამ ჯერ კიდევ მუშაობის დროა.
თითოეული მოთამაშის ინდივიდუალური მონაცემებით ისინი ერთად ძალიან ძლიერი გუნდი გახდნენ“.

პრესტიჟულ ჯილდოსთან ერთად სპალეტიმ 5000 ევროც მიიღო, რომელიც მთლიანად ბავშვთა თავშესაფარში გადარიცხა.

ამჟამად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, უახლოეს მდევარს 19 ქულით უსწრებს და სამ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ პირველად მოიგებს სკუდეტოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ყველაზე შორი გოლის რეკორდი – მეკარემ 101 მეტრიდან გაიტანა!

რა თქმა უნდა: ხვიჩას გოლი თვის გოლია