დღეს, თბილისის დროით 23:00-ზე ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის არაერთი მატჩი გაიმართება და ქართველი გულშემატკივრისათვის ყველაზე საინტერესო კი “იოჰან კრუიფ არენაზე”, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” საოცარი ფეხბურთის მოთამაშე “აიაქსს” შეხვდება. წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე კი ლუჩანო სპალეტიმ არაერთ შეკითხვას უპასუხა:
“საინტერესო შეხვედრა იქნება, მდიდარი ისტორიის კლუბს დავუპირისპირდებით. დიადი რომ გახდე, დიად მოწინააღმდეგეებთან უნდა ითამაშო. გარკვეულ დონეზე საკუთარი ფასეულობის გაზომვის შესაძლებლობა გვექნება. თუ მოვახერხებთ დავამტკიცოთ, რომ ეს შეგვიძლია, კარგი პასუხიგამოგვივა. გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლება საკვალიფიკაციო ეტაპი ვადამდე გადავლახოთ, მაგრამ ვიცით, გრძელი გზა გველის და გვეყოლება ისტორიაში აღიარებული გუნდი”.
სპალეტიმ დაამატა, რომ არაა გამორიცხული, სასტარტოში ცვლილებები გააკეთოს, რასაც არ დააკონკრეტებს. ეს იმით იქნება გამოწვეული, რომ მისი რამდენიმე ფეხბურთელი კარგად ირჯება, თუმცა ყველა მატჩში შეუცვლელად თამაში არ შეუძლიათ.
ასე რომ, დაველოდოთ სპალეტის მიერ ძირითადი შემადგენლობის გამოცხადებას და ვნახოთ, შეეხება თუ არა როტაცია ხვიჩა კვარაცხელიას.
GIPHY App Key not set. Please check settings