in

სოსო ტყემალაძე: ლევანის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ გამოჯანმრთელების იმედს არ ვკარგავთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იაჰონესბურგის კლინიკაში მკურნალობს. როგორც “ბორჯღალოსნების” ექიმი ნუცა შამათავა ამბობს, ლევანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რაიმეს პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

45 წლის ქართველი სპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდს მისცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია იმყოფება სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგის კერძო საავადმყოფო “ნეთქეა მილპარკ ჰოსპიტალში“, კოვიდ-ინფექციით გამოწვეული გართულებებით. მისი მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა ჩვენ არ ვკარგავთ მისი გამოჯანმრთელების იმედს. ჩვენს ოპტიმიზმს კი მიმდინარე მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი სამედიცინო მხარდაჭერა გვიძლიერებს, ლევანის უკომპრომისო ბრძოლისუნარიანობასთან ერთად. მინდა მადლობა გადავუხადო “ნეთქეა ჰოსპიტალების” ქსელის უმაღლეს მენეჯმენტს მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით “ნეთქეა მილპარკის” ექიმების გუნდს, მათი თავდაუზოგავი შრომისა და  დიდი ყურადღებისათვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლაში ლევანის მკურნალობას სასურველი შედეგები მოჰყვება. ყველა მეგობარს საქართველოში თუ სამხრეთ აფრიკაში კი მოვუწოდებთ რომ ილოცონ ლევანის ჯანმრთელობისათვის. ქართული რაგბის და ლევანის ოჯახის სახელით, ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს – ბატონ ვახტანგ რეხვიაშვილს და მის ოჯახს, ასევე საქართველოს ელჩს სამხრეთ აფრიკაში ბატონ ბექა დვალს, ვინც განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან მომენტში პირველივე დღეებიდან გვერდში უდგას ჩვენს დიდ ოჯახს და  ქართულ რაგბს.” -თქვა სოსო ტყემალაძემ

ბორჯღალოსნების ექიმი: რაიმეს პროგნოზი შეუძლებელია

სალომე ზურაბიშვილი: მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ლევან მაისაშვილი ეროვნულ ნაკრებს მილტონ ჰეიგის წასვლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. “ბორჯღალოსნებმა” მისი ხელმძღვანელობით 2020 და 2021 წლის რაგბი ევროპის ტიტულები მოიგეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვეცდები მადლობა ჩემი თამაშით გადაგიხადოთ: გიორბელიძე დრეზდენის დინამოში ითამაშებს

მესის გადასვლის შემდეგ, პსჟ-ს ინსტაგრამზე გამომწერები გაორმაგდა