მიუნხენის ATP-ის ტურის 250-იანი სერიის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 44-ე ჩოგანი იან-ლენარდ შტრუფი 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 7:6 დაამარცხა.
სეტის წაუგებლად: ბასილაშვილმა მიუნხენში მეხუთე ტიტული მოიგო
ქართველმა ჩოგბურთელმა BMW Open-ის მოგებით 250 სარეიტინგო ქულა და 21 665 ევრო გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩატარებულ ტურნირთან შედარებით, წელს ჩატარებული ტურნირის საპრიზო თანხა 76%-ით იყო შემცირებული (2019 წელს გამარჯვებულმა, კრისტიან გარინმა 90 000 ევრო მიიღო).
გარდა ამისა, ნიკოლოზს საჩუქრად BMW-ს მერვე სერიის ავტომობილი გადაეცა.
GIPHY App Key not set. Please check settings