in

სკანდალური ფინალი: გამოდით არ ითამაშოთ, შედით ითამაშეთ – აფრიკის თასი სენეგალმა მოიგო

მაროკოში აფრიკის თასი დასრულდა. რაბათის თავსხმა წვიმაში გამართულ ფინალში სენეგალმა დამატებით დროში 1:0 მასპინძელი მაროკო დაამარცხა.

ერთადერთი გოლი „ვილიარეალის” ნახევარმცველმა პაპე გუიემ გაიტანა, 94-ე წუთზე, დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან შიგ ცხრიანში მოარტყა.

ფინალი სკანდალური აღმოჩნდა. სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თავისი გუნდი მინდვრიდან გაიყვანა მას შემდეგ, რაც ძირითადი დროის მერვე წამატებულ წუთზე მსაჯმა მათ კარში პენალტი დანიშნა. მანამდე სენეგალის ნაკრებს გოლი არ ჩაუთვალეს.

თამაში კარგა ხანს შეჩერდა. გუნდი უკან სენეგალელთა ლიდერმა სადიო მანემ დააბრუნა. პენალტი „რეალის“ ფეხბურთელმა ბრაიმ დიასმა გააფუჭა, პანენკა მოინდომა და მეკარე არ მოტყუვდა.

სენეგალი ისტორიაში მეორედ გახდა აფრიკის თასის გამარჯვებული, ბოლო ოთხ წელიწადში.

სენეგალმა ტურნირზე მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

მაროკო 1976 წლის შემდეგ ვერ იგებს აფრიკის თასს.

მაროკომ ბოლო 24 მატჩში პირველად წააგო.

1:0 ფინალების კლასიკაა – 21-ე საუკუნეშ მაქსიმუმ 1 გოლი 12-დან 9 თამაშში გადიოდა. 5-ჯერ ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, 4-ჯერ- 1:0.

სენეგალი – მაროკო 1:0, დდ
გოლი: 1:0 პ. გეიე (94)

სენეგალი: ე. მენდი – ა. მენდი (77. სეკი), სარი, ნიახატე, დიუფი (106. ჯაკობსი) – კამარა (77. ი. სარი), ი. გეიე, პ. გეიე – ი. ნდიაიე (77. მბაიე), ჯექსონი (90. ს. ნდიაიე), მანე

მაროკო: ბონო – ჰაკიმი, აგუარდი, მასინა (89. ელ იამიქი), მაზრაუი (99. იგამანე) – ელ ხანუსი (80. ტარგალინი), ელ აინაუი, საიბარი (90. სალაჰ-ედინი) – ბრაჰიმ დიასი (90. აკომაჩი), ელ კააბი (80. ენ ნესირი), ეზალზული

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად სადიო მანე დასახელდა (7 მატჩი, 2 გოლი, 3 ასისტი). საუკეთესო მეკარედ მაროკოელი იასინ ბუნუ აღიარეს (5 მშრალი მატჩი).
საუკეთესო ბომბარდირი ბრაიმ დიასი გახდა 5 გოლით. 4-4 გოლი გაიტანეს მოჰამედ სალაჰმა და ვიქტორ ოსიმენმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: სანდრომ ლეიკერსს 20 ქულა ჩაუგდო – დონჩიჩის და ლებრონის წინააღმდეგ

ფოტო: რა ხალხი მივიდა ბითაძის თამაშზე ლონდონში