კიდევ ერთი სკანდალი და გაუგებრობა ქართულ რაგბიში. დღეს, ბათუმის რაგბი არენაზე პირველი ნახევარფინალური შეხვედრა უნდა გამართულიყო, რომელშიც “ბათუმს” “აკადემიასთან” უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს მატჩი არ შედგება. მიზეზი უცნაურია – მსაჯები გაიფიცნენ. მათ ეს ფაქტი დაადასტურეს, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს და აღნიშნეს, რომ ამის შესახებ სჯობს რაგბის კავშირში გააკეთონ კომენტარი.
ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციის თანახმად, მსაჯების გაფიცვის მიზეზი სადისციპლინო კოდექსით განსაზღვრული პუნქტების არასრულყოფილად შესრულებაა, რის გამოც მსაჯებზე დიდი წნეხი ხორციელდება და ისინი ხშირად ხდებიან აგრესიის ობიექტები, მათ შორის არაერთხელ ყოფილა მსაჯებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები და ბოლო პერიოდში ფიზიკურად შეხებაც დაფიქსირდა.
GIPHY App Key not set. Please check settings