ინგლისის საფეხბურთო ჟურნალისტების ასოციაციამ (FWA) პრემიერლგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
საუკეთესო გახდა „სიტის“ ცენტრალური მცველი რუბენ დიაში. ის პირველი მცველია 1989 წლის შემდეგ, რომელიც ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მაშინ საუკეთესოდ „ლივერპულელი“ სტივ ნიკოლა აღიარეს.
24 წლის პორტუგალიელმა გამოკითხვაში გაასწრო თანაკლუბელ კევინ დე ბრუინს და „ტოტენჰემის“ გამტან ჰარი კეინს.
რუბენი მანჩესტერში გასულ ზაფხულს გადავიდა „ბენფიკადან“. 31 მატჩში მან 1 გოლი გაიტანა და 3 გაფრთხილება მიიღო.
გასულ სეზონში FWA-ს პრიზი „ლივერპულის“ კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა მიიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings